darejanirainauli
Thursday, August 25, 2022
კომპლექსურები
საგანი: მათემატიკა.
მიმართულება: რიცხვები.
თემა: გამოსახულება, მოქმედებათა რიგი.
კლასი : IV
საათების სავარაუდო რაოდენობა: 3 გაკვეთილი.
კომპლექსური
დავალება:
გურამმა უნდა იყიდოს 80 ლიტრი
ვაშლის წვენი. მაღაზიაში აღნიშნული წვენები არის მხოლოდ 2 ლიტრიანი და 4 ლიტრიანი ბოთლებით. გურამმა ორივე სახეობის ბოთლებით იყიდა წვენები,
სულ 30 ბოთლი. 2 ლიტრიანი წვენი
ღირს 3 ლარი ხოლო 4 ლიტრიანით 4 ლარი.
რა თანხა გადაიხადა გურამმა მაღაზიაში.
ნაკლები თანხის დახარჯვის
მიზნით ხომ არ მისცემდი გურამს
რაიმე რჩევას?
ნამუშევარში
წარმოაჩინე:
·
დავალება შეასრულე წერილობით.
·
დავალების შესასრულებლად
შეადგინე ცხრილი.
·
დავალების შესასრულებლად
შეადგინე რიცხვითი გამოსახულებები.
·
გამოთვალე 2 ლიტრიანი ბოთლებით წვენების რაოდენობა.
·
გამოთვალე 4
ლიტრიანი ბოთლებით წვენების რაოდენობა.
·
გამოთვალე გურამის
მიერ დახარჯული თანხა.
·
რა თანხას დაზოგავდა გურამი
შენი რჩევა რომ გაეთვალისწინებინა.
·
წარმოადგინე შენს მიერ შესრულებული
დავალების პრეზენტაცია.
პროექტი
სასწავლო თემის ავტორი: დარეჯან
რაინაული.
სკოლა: ზ. ალვანის N1 საჯარო სკოლა
კლასი: მე-8-ე.
სასკოლო პროექტი: კულტურული მემკვიდრეობის
დაცვა.
პროექტის იდეა: სოფ. ზ. ალვანში
მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის , სამების ტაძრის ისტორია, ტაძრის სიმაღლის
დადგენა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ
სამების ტაძრის ისტორიას. გამოთვლიან ამ ტაძრის ზოგიერთი დეტალის
ზომებს, მათ შორის დაადგენენ ტაძრის სიმაღლეს.
პროექტის მიზანი:
გაკვეთილზე მირებული ცოდნის რეალურ
ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების
განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი:
ჩანაწერების გაკეთება, ფოტო მასალის შექმნა. კედლის გაზეთის
გაკეთება.
პროექტისთვის საჭირო
რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, ფორმატის და თაბახის ფურცლები, კალამი
სიგრძის საზომი ხელსაწყო.
პროექტის მსვლელობა:
1. მასწავლებლის მიერ
მოსწავლეებისთვის იდეის გაცნობა.
2. მოსწავლეების მიერ
თემასთან დაკავშირებული მასალის მოძიება.
3. გარე გაკვეთილი
აღნიშნულ ტერიტორიაზე. კერძოდ სამების
ტაძრის ტერიტორიაზე.
4. კედლის გაზეთის
შექმნი მასალასთან დაკავშირებით.
Tuesday, March 9, 2021
შეიძლება თუ არა ყველაფრის გაზომვა?
პროექტის მოკლე აღწერა: მდინარის სიგანის პოვნა.
პროექტის სრული აღწერა: სამკუთხედების ტოლობის დანიშნულება მდინარის სიგანის დასადგენად.
სამიზნე ჯგუფი: 12-13 წელი, VII კლასი.
მიზანი: გეომეტრიის პრაქტიკული მნიშვნელობის გააზრება.
შედეგი: მოსწავლეებს აქვთ, ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად, გეომეტრიის შესწავლა, ცნობილი ფაქტების უნარ-ჩვევების გამოყენება.
ვადა: ერთი კვირა.
მოსწავლეები დაიყვნენ ჯგუფებად, გაინაწილეს დავალებები, გამოიყენეს სამკუთხედების ტოლობის ნიშნები , ნახაზები გადაიტანეს რვეულებში და სხვადასხვა ადგილზე გამოითვალეს მდინარე ალაზნის სიგანე. სამუშაოს შესრულებისას გადაიღეს სურათები. საკლასო ოთახში კი გააკეთეს პრეზენტაცია.
პროექტის ავტორი: დარეჯან რაინაული
ელ .ფოსტა: darejani.rainauli@gmail.com