Thursday, August 25, 2022

კომპლექსურები

 

საგანი:  მათემატიკა.

მიმართულება:   რიცხვები.

თემა:  გამოსახულება, მოქმედებათა რიგი.

კლასი : IV

საათების  სავარაუდო  რაოდენობა:  3 გაკვეთილი.

 

კომპლექსური  დავალება:

 

  გურამმა  უნდა იყიდოს  80  ლიტრი ვაშლის წვენი.  მაღაზიაში  აღნიშნული  წვენები არის  მხოლოდ 2 ლიტრიანი და  4 ლიტრიანი ბოთლებით.  გურამმა ორივე სახეობის ბოთლებით იყიდა წვენები,  სულ 30 ბოთლი.  2  ლიტრიანი  წვენი   ღირს  3 ლარი  ხოლო 4 ლიტრიანით  4 ლარი.  რა თანხა  გადაიხადა  გურამმა მაღაზიაში.

   ნაკლები  თანხის  დახარჯვის  მიზნით ხომ არ  მისცემდი  გურამს  რაიმე  რჩევას?

 

 

ნამუშევარში  წარმოაჩინე:

·         დავალება შეასრულე წერილობით.

·         დავალების შესასრულებლად შეადგინე ცხრილი.

·         დავალების შესასრულებლად შეადგინე რიცხვითი გამოსახულებები.

·          გამოთვალე 2 ლიტრიანი ბოთლებით  წვენების რაოდენობა.

·          გამოთვალე 4  ლიტრიანი  ბოთლებით წვენების რაოდენობა.

·         გამოთვალე  გურამის  მიერ  დახარჯული  თანხა.

·         რა თანხას დაზოგავდა გურამი შენი  რჩევა  რომ  გაეთვალისწინებინა.

·         წარმოადგინე  შენს  მიერ  შესრულებული  დავალების  პრეზენტაცია.

 

 

No comments:

Post a Comment