Thursday, August 25, 2022
კომპლექსურები
საგანი: მათემატიკა.
მიმართულება: რიცხვები.
თემა: გამოსახულება, მოქმედებათა რიგი.
კლასი : IV
საათების სავარაუდო რაოდენობა: 3 გაკვეთილი.
კომპლექსური
დავალება:
გურამმა უნდა იყიდოს 80 ლიტრი
ვაშლის წვენი. მაღაზიაში აღნიშნული წვენები არის მხოლოდ 2 ლიტრიანი და 4 ლიტრიანი ბოთლებით. გურამმა ორივე სახეობის ბოთლებით იყიდა წვენები,
სულ 30 ბოთლი. 2 ლიტრიანი წვენი
ღირს 3 ლარი ხოლო 4 ლიტრიანით 4 ლარი.
რა თანხა გადაიხადა გურამმა მაღაზიაში.
ნაკლები თანხის დახარჯვის
მიზნით ხომ არ მისცემდი გურამს
რაიმე რჩევას?
ნამუშევარში
წარმოაჩინე:
·
დავალება შეასრულე წერილობით.
·
დავალების შესასრულებლად
შეადგინე ცხრილი.
·
დავალების შესასრულებლად
შეადგინე რიცხვითი გამოსახულებები.
·
გამოთვალე 2 ლიტრიანი ბოთლებით წვენების რაოდენობა.
·
გამოთვალე 4
ლიტრიანი ბოთლებით წვენების რაოდენობა.
·
გამოთვალე გურამის
მიერ დახარჯული თანხა.
·
რა თანხას დაზოგავდა გურამი
შენი რჩევა რომ გაეთვალისწინებინა.
·
წარმოადგინე შენს მიერ შესრულებული
დავალების პრეზენტაცია.
პროექტი
სასწავლო თემის ავტორი: დარეჯან
რაინაული.
სკოლა: ზ. ალვანის N1 საჯარო სკოლა
კლასი: მე-8-ე.
სასკოლო პროექტი: კულტურული მემკვიდრეობის
დაცვა.
პროექტის იდეა: სოფ. ზ. ალვანში
მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის , სამების ტაძრის ისტორია, ტაძრის სიმაღლის
დადგენა.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ
სამების ტაძრის ისტორიას. გამოთვლიან ამ ტაძრის ზოგიერთი დეტალის
ზომებს, მათ შორის დაადგენენ ტაძრის სიმაღლეს.
პროექტის მიზანი:
გაკვეთილზე მირებული ცოდნის რეალურ
ცხოვრებაში გამოყენების უნარ-ჩვევების
განვითარება.
მოსალოდნელი შედეგი:
ჩანაწერების გაკეთება, ფოტო მასალის შექმნა. კედლის გაზეთის
გაკეთება.
პროექტისთვის საჭირო
რესურსი: კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოაპარატი, ფორმატის და თაბახის ფურცლები, კალამი
სიგრძის საზომი ხელსაწყო.
პროექტის მსვლელობა:
1. მასწავლებლის მიერ
მოსწავლეებისთვის იდეის გაცნობა.
2. მოსწავლეების მიერ
თემასთან დაკავშირებული მასალის მოძიება.
3. გარე გაკვეთილი
აღნიშნულ ტერიტორიაზე. კერძოდ სამების
ტაძრის ტერიტორიაზე.
4. კედლის გაზეთის
შექმნი მასალასთან დაკავშირებით.